ჯანდაცვა
მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს - ამირან გამყრელიძე ,,მაიმუნის ყვავილზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ პანიკის საფუძველს არ იძლევა მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ის არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები. გამყრელიძის კომენტარს დაავადების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. განცხადების ფონია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს "საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“
,- ასე ხსნის ამირან გამყრელიძე ჯანმოს გადაწყვეტილებას.

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ათ სავარაუდო შემთხვევას სწავლობდნენ ექიმები, მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა ივნისის თვეში და პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს" - უთხრა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მაისის შემდეგ 70-მდე ქვეყანაში ამ დაავადების 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეეყაროს როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

ამ ვირუსული დაავადების სიმპტომები ჩუტყვავილას წააგავს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მსუბუქი ფორმები აქვს. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, დამახასიათებელი გამონაყარი და ქავილი.


მისი მკურნალობის საშუალება არ მოიპოვება, მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება 2-4 კვირაში. არის აღნუსხული სიკვდილის შემთხვევებიც.

მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ქმედითია ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელსაც ჩვილობის ასაკში დაბადებულებს აძლევდნენ 1970-იანი წლების ბოლომდე, სანამ ჩუტყვავილა ოფიციალურად გამოცხადდა დაძლეულ სენად.

არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება რისკის ჯგუფებისთვის.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.