ჯანდაცვა
აფთიაქები კონკურენციის სააგენტოს არ ეთანხმებიან
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

საუბარია შეთანხმებული ქმედების საქმეზე დაჯარიმებულ კომპანიებზე. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ოთხი კომპანიის მიერ: ავერსის, გეფას(ჯი პი სი და ფარმადეპო), პსპ-ს და მერმისის, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს… ფასების ფიქსაციას.

პსპ, ავერსი და გეფა კონკურენციის სააგენტოს განცხადებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება მერმისს, კომპანიაში ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ.

პსპ-ში აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტომ მტკიცებულებების გარეშე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პსპ-ში აცხადებენ, კომპანია გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებს ავერსიც და სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

გეფა-შიც აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმებიან, რადგან კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი.

მათივე განცხადებით, გეფა კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან.
| Print |