ჯანდაცვა
უბედური შემთხვევისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება.

19 იანვარს, მამაკაცი კრისტალის სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა. გარდაცვლილ 36 წლის კაცს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები, დაუზიანდა შინაგანი ორგანოები და აღენიშნებოდა მოტეხილობები.

დაღუპული კაცი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპის Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილია. ის ლების განმავლობაში ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს წარმატებული სტარტაპ ეკო-სისტემის შექმნაში.
გი­ორ­გი 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გი­ორ­გის მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ექი­მი­სა და ფო­ტო­მე­მა­ტი­ა­ნის გივი ტუ­ხაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს გი­ორ­გი ბა­კუ­რი­ან­ში ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |