კულტურა
მესხეთის თეატრში სპექტაკლი გაიმართება
15 მარტს, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ერთგულ მაყურებელს მორიგ პრემიერას შესთავაზებს.

თეატრალური დასი ადგილობრივებს, ჯანრი კაშიას სპექტაკლს ,,მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ" წარუდგენს.

მესხეთის თეატრის სცენაზე, პიესას, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი გააცოცხლებს. 

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3,5 ლარია.
| Print |