კულტურა
ახალქალაქში დედაენის დღის აღსანიშნად ემზადებიან
ახალქალაქის კულტურის სახლის კედლებზე, სთრით-არტ მხატვრებმა ქართული ანბანი და ის ბავშვები დახატეს, რომლებიც ანბანს სწავლობენ.

კედლის მოხატვის მთავარი იდეა ის არის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა.

მოხატვის იდეა და ინიციატივა ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლას ეკუთვნის.

კედლებზე დაიხატება ბიჭი და გოგონა, რომლებიც სწავლობენ ქართულ ანბანს.

ჟვანიას სახელობის სკოლის წარმომადგენელი ნიკოლოზ გოგოლაძე იმედოვნებს, რომ პორტრეტი ხალხში სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილს გაძლიერებს.

სთრით-არტის ოფიციალური გახსნა 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

წყარო: ჯეინიუსი

| Print |