კულტურა
ვალეში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ოდა განადგურებულია, სააგენტო ინფორმაციას არ ფლობდა
ვალეს განაპირას, ერთმანეთისგან ღობით გამოყოფილი ორსართულიანი კერძო სახლების უბანს ნასახლარი ესაზღვრება. ნასახლარი საუკუნოვანი ოდებია, რომელთაგან გადარჩენილი მხოლოდ რამდენიმეა.

ოთხი საუკუნის მესხურ დარბაზებში, სადაც ადრე დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ, ახლა კარტოფილს და კომბოსტოს ინახავენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ ოდებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ მიუნიჭებია. ვალეს დარბაზებიდან მათ ნუსხაში მხოლოდ ორია შეყვანილი, რომელთაგან ერთი განადგურებულია, მეორესგან მხოლოდ ბოძები დარჩა, სააგენტომ კი ამის შესახებ tv9news.ge-სგან შეიტყო.

გიორგი ბებნაძე ოდაში გაიზარდა. 1987 წლამდე, ოჯახთან ერთად მამაპაპისეულ, ხის ბოძებით შეკრულ, ალიზით ნაშენ, მიწურბანიან სახლში ცხოვრობდა. გიორგი ყვება, რომ ოჯახის წევრების ერთმანეთისგან გაყოფა სირცხვილი იყო, ამიტომ ერთ ოდაში 24 კაცი სახლობდა. შინ ფურნე მუდამ ენთო, რომელსაც საოჯახო საქმეებისთვისაც იყენებდნენ და გათბობისთვისაც. წუხს, რომ ოდები, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ ინგრევა და მათ შესახებ ინფორმაციაც არავის აქვს. დარბაზის შეკეთება არაერთხელ სცადა, თუმცა ხის მასალის არქონის გამო, ყოველწლიურად ხელახალი სამუშაოების ჩატარება უწევს.

,,ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა მჭირდება. ხის მასალა მინდა, რომ ოდები თავად შევაკეთო. ჩვენი მოთხოვნაა, ოთხ საუკუნოვანი ოდები ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეიტანონ, რომ მასზე ვინმემ იზრუნოს“, - გვეუბნება გიორგი ბებნაძე.



აღმოჩნდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ზრუნვის და დაცვის გარანტია სულაც არ არის. ვალეში არსებული ორი ოდიდან, რომელიც სააგენტოს პატრონაჟის ქვეშ იყო, ერთი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ განადგურებულია.


ასე გამოიყურებოდა ჩიტაშვილების მესხური დარბაზი, მისთვის დამახასიათებელი ფურნე და მერცხლის ბუდესავით ჭერი. ფოტო მოწოდებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.


ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ tv9news.ge-ს მიაწოდა ფოტო, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩიტაშვილების კუთვნილი დარბაზი, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ოდის უშუალო მესაკუთრე გარდაცვლილია, მემკვიდრეები კი სხვაგან ცხოვრობენ. მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახი დარბაზს სათავსოდ იყენებდა, სხვაგან გადასვლის შემდეგ კი ზამთარში თოვლის გადასაწმენდად ვალეში ჩადიოდნენ. ასეთმა მოვლამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურებისგან ვერ იხსნა. გასული წლის ზამთარში თოვლმა ჭერი მთლიანად ჩაიტანა.


კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ჩიტაშვილების კუთვნილი დარბაზი დღეს.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივები საკუთარი სახსრებით ოდებს ვერ უვლიან და საუკუნოვანი ნაგებობები ნადგურდება. ამასთანავე, მოსახლეობისთვის უცნობია, თუ რომელ ნაგებობას აქვს ძეგლის სტატუსი.



ნუსხა, სადაც ვალეს ოდების შესახებ ინფრომაციის მოძიებაა შესაძლებელი, მუნიციპალიტეტში არ არსებობს. მერის წარმომადგენელი ვალეს ტერიტორიულ ორგანოში ამბობს, რომ მესხური დარბაზები არავის აღურიცხავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის დახმარება არ უთხოვიათ, რადგან არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას ეს საკითხი პრიორიტეტულად არ მიუჩნევია. ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ თუკი ადგილობრივებს ოდის შესაკეთებლად ხე-ტყის მასალა სჭირდება, დახმარებას აუცილებლად გაუწევენ.

შეკეთება გადაარჩენს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ოდას, ჯერ უცნობია. tv9news.ge-სგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ სააგენტომ ვითარების აღწერის მიზნით, ვალეში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი მიავლინა. მან ძეგლის სტატუსის მქონე ოდებს ფოტოები გადაუღო და პირად საუბარში გვითხრა, რომ ერთის ჭერი იმდენად ჩაწეულია, ყოველ წამს შეიძლება ჩაინგრეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვალეს ოდების მდგომარეობის შესწავლას ადგილზე აპირებს.


ჩამოშლის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

„როცა ადგილზე ჩავალთ, შევისწავლით დაზიანების ხარისხს. ასევე დავადგენთ, ძეგლის დაზიანება ბუნებრივად მოხდა თუ განზრახ. განზრახ დაზიანების შემთხვევაში დავუკავშირდებით მეპატრონეს და შეიძლება დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ლევან ჭავჭავაძე.

ძეგლის განზრახ დაზიანება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
,,ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას ძეგლი და გააფორმოს სამინისტროს დადგენილი ფორმით მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება“ - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიხრაძე.

ვალელი ნიკოლოზ ხიზაძე არ ფლობს ინფორმაციას, რომ თუ კი მის საკუთრებაში არსებულ ოთხი საუკუნის ოდას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, მოვლა-პატრონობა კვლავ მისი ვალდებულება იქნება და არა სახელმწიფოსი. ამიტომაც სურს, დარბაზს, რომელსაც სათავსოდ იყენებს, ძეგლის სტატუსი ჰქონდეს, და ტურისტებისთვის საინტერესო გახდეს. ,,სამცხე-ჯავახეთში ტურიზმი განვითარებულია, მაგრამ ვალეს შესახებ ცოტამ თუ იცის. ტურისტულ რუკებზე ვალეს ოდები საერთოდ არაა დატანილი. ჩვენი მიზანია ოდები განადგურებას გადავარჩინოთ და თაობებს ისტორია შემოვუნახოთ“, - ამბობს ნიკოლოზი.



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ლევან ჭავჭავაძე ამბობს, რომ ვალეს ოდების სრული ინვენტარიზაცია გასაკეთებელია, თუმცა როდის დაიგეგმება, უცნობია.
„ჩატარდება ინვენტარიზაცია,  თუ რა ობიექტთან გვაქვს საქმე. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწყდება მიენიჭოს თუ არა ძეგლის სტატუსი. ამ ყველაფერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო განიხილავს და სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ“.



ვალეში არსებული ოდების უმრავლესობა დანგრეულია. ჯერ კიდევ გადარჩენილ ერდოზე (ოდის ზედა ბანი) ბავშვები თამაშობენ. პატარებმა არ იციან, რომ წინაპრების საცხოვრისი, რომელიც მოვლის შემთხვევაში ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტი შეიძლება იყოს, დღეს მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 4 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 5 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 9 °C
img
თბილისი 13 °C
img
აბასთუმანი 3 °C
img
ბაკურიანი 4 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8723
EUR
EUR
1
2.8555
RUB
RUB
100
2.8670
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6802
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitter hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbahiscombetparktarafbet+18 filmvbetparibahisbaywincasibom girişbetkombetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyongoldenbahisholiganbetbets10marsbahisbets10meritkinggrandbettingperabetimajbetperabetvdcasinotipobettümbetgrandpashabet1xbetgrandpashabet twittertarafbettümbettarafbetstarzbetbetkomtarafbetkingbettingbahiscomxslot twitter