ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი“ დღეს ახალციხეს ეწვია. კონცერტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონცერტი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა. ახალციხემდე ანსამბლმა კონცერტები გამართა ოზურგეთში, ზუგდიდსა და მესტიაში.