კულტურა
ახალციხის ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება - კვირის პროგრამა
ახალციხის მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც ცენტრალურ პარკში აიწყო, 25 დეკემბერს საზეიმოდ აანთებენ. მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამაც ამ დღიდან დაიწყება. 

16:00 საათიდან პარკში მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების, სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

17:00 საათზე დაიწყება კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. იმღერებენ ოთო ნემსაძე, ნინო ძოწენიძე, მარიტა როხვაძე, ნათია დუმბაძე, დათო არჩვაძე და კვარტეტი „ჰანგები“. 

18:00 საათიდან გაიმართება ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა, იმღერებს ახალციხის სალოტბარო სკოლის გუნდი, მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს მიულოცავს ოფიციალური პირები და თოვლის პაპა. აანთებენ მთავარ ნაძვის ხეს და მოეწყობა ფოიერვერკი. 

წარმოდგენები დაგეგმილია 27, 28 დეკემბერს და შვიდ იანვარს. 

27 დეკემბერი
  • 15:00 – 16:30 მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ - სპექტაკლს უფასოდ დაესწრებიან სოციალურად დაუცველი და შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.
28 დეკემბერი - ახალციხის ცენტრალური პარკი
  • 15:00 – 16:00- თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მზიანი საქართველო“;
  • 16:00 – 17:30-კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
| Print |