კულტურა
საერთაშორისო ბლოგერები და ინფლუენსერები სამცხე-ჯავახეთს ესტუმრებიან
მსოფლიოში პოპულარული მოგზაური ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სტუმრობენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკული პლატფორმა Steller-თან ერთად მორიგი მასშტაბური პროექტი იწყება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში Facebook-ის, Instagram-ის TikTok-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ და გადაიღებენ. დაგეგმილია მათი სტუმრობა სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში, კახეთში, სამეგრელოსა და ყაზბეგში.

„ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელ მსოფლიოში.

პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID - ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე აიტვირთება",
- ნათქვამია ინფორმაციაში.

Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში Steller ერთად მომზადებულ კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონზე მეტი ონლაინ მომხმარებელი გაეცნო.
| Print |