კულტურა
,,თქვენთანაც აბრახუნებენ?" - მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართა

თბილისის ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა სეზონი ახალციხეში გასტროლით დახურა. საბავშვო წარმოდგენის ,,თქვენთანაც აბრახუნებენ?" საპრემიერო ჩვნებები ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში გაიმართა.

დღეს მოზარდმაყურებელთა თეატრს მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.

სპექტაკლის რეჟისორი ლუკა ინწკირველია. წარმოდგენა ერთნაირად საინტერესოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ის მოგვითხრობს ოჯახის - დედის, მამისა და ორი შვილის ცხოვრების შესახებ.
| Print |