კულტურა
ქვეყნები, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს
სექტემბერში, საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 76 348, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 559 887 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 157,5%-ით, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით კი - 1 090,8%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელს კი 30,6%-ით ჩამორჩება.

2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

რუსეთი - 163 192 ვიზიტორი;
სომხეთი -83 603 ვიზიტორი;
თურქეთი - 81 790 ვიზიტორი;
საქართველო (არარეზიდენტი) – 34 895 ვიზიტორი;
ისრაელი - 24 050 ვიზიტორი;
ბელარუსი - 19 644 ვიზიტორი;
უკრაინა - 18 269 ვიზიტორი;
ირანი - 17 277 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 14 870 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 14 812 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი - 10 686 ვიზიტორი;
გერმანია - 8 140 ვიზიტორი;
პოლონეთი - 6 363 ვიზიტორი;
ამერიკის შეერთებული შტატები - 5 280 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 4 670 ვიზიტორი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიამდელ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველა ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მაჩვენებელი არის შემცირებული, გამონაკლისი ქვეყნებია მხოლოდ - რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და უზბეკეთია, საიდანაც ზრდა ფიქსირდება.
2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს.

2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.

2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
| Print |