ანდრია ვაჭრიძე თეატრალური საზოგადოების კონკურსის ნომინანტია
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ანდრია ვაჭრიძე, თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის ნომინანტთა სიაშია.
მსახიობი წარდგენილია საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის სპექტაკლით: აკაკი წერეთლის "გამზრდელი".
კონკურსის შედეგები, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გახდება ცნობილი.