მედია
,,ბორჯომის გმირი 2018"-ის ჯილდო ,,მეცხრე არხს" გადაეცა
IDS ბორჯომმა დღეს, 13 ოქტომბერს, ბორჯომში, პლატოს ტყეში ის ადამიანები და ორგანიზაციები დააჯილდოვა, ვინც აგვიტოს ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობდა.

ჯილდო ახალციხის ,,მეცხრე არხს" გადაეცა.

აქცია ჰეშთეგით #ბორჯომისბუნებისგულშემატკივარი კომპანია საზოგადოებისთვის იმ ადამიანების გაცნობას ცდილობს, ვინც ერთი წლის წინ სტიქიას ებრძოდა.

ღონისძიებაზე გასულ წელს ხეობაში, ტყეში ხანძრის დროს ადგილზე მომუშავე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს. მათ შორის, ,,მეცხრე არხს" „ბორჯომის გმირი 2018“-ს ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიამდე, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით – „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი“ 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი
#ბორჯომისგმირები

| Print |