მედია
მარინა ზედელაშვილს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიენიჭა
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ჟურნალისტთა კავშირში, დამსახურებული ჟურნალისტები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.

თარიღი მრავალმხრივ იყო სიმბოლური, რადგან პირველი ქართული გაზეთის დაბეჭდვიდან - 200, მესხეთში პირველი გაზეთის გამოცემიდან - 100, ხოლო ჟურნალისტთა კავშირის შექმნიდან 60 წელი შესრულდა. ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ ნინო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიებით.

,,ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში, არვიცოდი არაფერია, ჩვეულებრივ მივედი ამ დღეს ჟურნალისტთა სახლში, რადგან პროფესიული დღის აღნიშვნა ყოველთვის ხდება ამ დღეს. თურმე როგორი სასიხარულო დღე გველოდა. განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მე ბევრ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ჟურნალისტს შორის მოვხვდი" - აცხადებს ,,მეცხრე არხთან" მარინა ზედელაშვილი.

დაჯილდოებულ და ნომინირებულ ჟურნალისტებს შორის მარინა ზედელაშვილი სამცხე-ჯავახეთიდან ერთადერთია, ვისაც სერგეი მესხის სახელობის პრემია მიენიჭა.
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარე მარინა გიგინეიშვილი აცხადებს, რომ 10-მდე ჟურნალისტს ჯილდო დამსახურებების მიხედვით გადაეცა.

,,წელს პირველად გაიცა სერგეი მესხის სახელობის პრემია და მიენიჭათ ყველაზე დამსახურებულ ჟურნალისტებს. ქვეყანაში, ყველაზე მაღალი ჯილდოა - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, რომელიც უკვე მინიჭებული აქვს ქალბატონ მარინა ზედელაშვილს. ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი დღეისათვის 2 000-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. 60 წლის განმავლობაში, კავშირმა, ბევრი ჟურნალისტის საქმიანობა განიხილა და დამსახურებული ჯილდო თუ პრემია მიანიჭა. მე ჟურნალისტთა კავშირის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ მარინა ზედელაშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს" - აღნიშნავს მარინა გიგინეიშვილი.

მარინა ზედელაშვილის ჟურნალისტური საქმიანობა 45 წელს ითვლის. სხვადასხვა პერიოდებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო გაზეთში, იყო ადიგენის რაიონული გაზეთის რედაქტორი, არალელურად, ხელმძღვანელობდა სამხარეო გაზეთს „სამცხე-ჯავახეთს“.

1997 წლიდან უნივერსიტეტის გამოცემას ჩაუდგა სათავეში. 2006 წლიდან 2009 წლამდე, დროებით, ჟურნალისტიკას ჩამოშორდა. 2009 წლიდან დღემდე კი გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორია.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 5 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 9 °C
img
ბორჯომი 4 °C
img
თბილისი 8 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0323
RUB
RUB
100
4.2087
TRY
TRY
1
0.4623
USD
USD
1
2.6939
AMD
AMD
1000
5.5786
კალენდარი
Facebook