მედია
ახალციხის მეცხრე არხს, IREX M-TAG - ის პარტნიორობის ფარგლებში ახალი ტექნიკა გადაეცა
IREX განაგრძობს, USAID-ის მიერ დაფინანსებული M-TAG პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერას. საველე, სასტუდიო და საოფისე ტექნიკასთან ერთად ტელეკომპანიის ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებენ.



ტელეკომპანია მეცხრე არხი ერთ-ერთია იმ 15 რეგიონულ მედიასაშუალებას შორის, რომელსაც მხარს უჭერს IREX, USAID-ის „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG) პროგრამის ფარგლებში.



ტექნიკის გადაცემა საქართველოში რეგიონული მედიის მდგრადობას და განვითარებას უწყობს ხელს.



პროექტის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პარტნიორი ორგანიზაციები და მათი ჟურნალისტები იწვრთებიან ისეთ საკითხებში, როგორიც არის - რეკლამა სოციალურ მედიაში, ყალბი ახალი ამბების ნამდვილისგან გარჩევა, მულტიმედიაფორმატების მრავალფეროვნება, ინფოგრაფიკა და მონაცემთა ვიზუალიზაცია და სხვ.

| Print |