მედია
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ამ მიიღონ შემოთავაზებული კანონმდებლობა „უცხოური აგენტების” შესახებ - უფლებადამცველი ორგანიზაციები
სხვადასხვა ქვეყნის 40 უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მიმართავს „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების ჰელსინკის კომისია აქვეყნებს.

მიმართვის თანახმად, რომელსაც ხელი 40-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა, აღნიშნული კანონპროექტი „ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას იმეორებს, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“.

„საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით და ევროკავშირის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი არაპარტიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე… ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ დემოკრატიის შემცირება გამოიწვია. დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს და ზედამხედველობის ორგანოების შესუსტება, ამ მიზნის მისაღწევად ცნობილი სტრატეგიაა”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა ენობრივი მანიპულაციის „საბჭოთა ტექნიკა“ აითვისეს და სულ უფრო მეტად აწესებენ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ამ მიიღონ შემოთავაზებული კანონმდებლობა „უცხოური აგენტების” შესახებ, რადგან ეს კიდევ უფრო ჩაითრევს ქვეყანას რუსეთის პოლიტიკური გავლენის ორბიტაში და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან დააშორებს”, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციების ჩამონათვალი:

Austausch -For a European Civil Society e. V. (Germany)
Belarusian Helsinki Committee (Belarus)
Bir Duino (Kyrgyzstan)
Bulgarian Helsinki Committee (Bulgaria)
Center for Civil Liberties (Ukraine)
Center for Participation and Development (Georgia)
Centre for the Development of Democracy and Human Rights (Russian Federation)
Citizen Watch (Russian Federation)
Crude Accountability (United States of America)
Freedom Files (Poland)
Helsinki association Armenia (Armenia)
Helsinki Citizens’ Assembly Vanadzor (Armenia)
Human Rights Center “Viasna” (Belarus)
Human Rights Center of Azerbaijan (Azerbaijan)
Human Rights Centre ZMINA (Ukraine)
Human Rights Center (Georgia)
International Rehabilitation Council for Torture Victims (Denmark)
International Partnership for Human Rights (Belgium)
Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law (Kazakhstan)
Lawtrend (Belarus)
Legal Policy Research Center (Kazakhstan)
Libereco Partnership for Human Rights (Germany)
Macedonian Helsinki Committee (North Macedonia)
Norwegian Helsinki Committee (Norway)
Polish Helsinki Foundation for Human Rights (Poland)
Promo LEX Association (Moldova)
Protection of Rights without Borders (Armenia)
Public Alternative (Ukraine)
Public Association “Dignity” (Kazakhstan)
Public organization “Dawn” (Tajikistan)
Public Verdict Foundation (Russian Federation)
Sova Center for Information and Analysis (Russian Federation)
Swedish OSCE-network (Sweden)
Swiss Helsinki Committee (Switzerland)
The Barys Zvozskau Belarusian Human Rights House (Belarus)
The Hungarian Helsinki Committee (Hungary)
The Netherlands Helsinki Committee (The Netherlands)
Truth Hounds (Ukraine)
Turkmenistan Helsinki Foundation for Human Rights (Turkmenistan)
World Organisation against Torture (Switzerland)
| Print |