მედია
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტეს
ონლაინ მედიის ნაწილი პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებს.

ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან არიან არიან შეკრებილები. მათ ხელში უჭირავთ ფურცლები წარწერებით - "არა რუსულ კანონს", „არა პუტინის კანონს", „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" და მმართველ გუნდს მოუწოდებენ არ მიიღონ რუსული კანონი.

როგორც ისინი განმარტავენ, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტების ნაწილმა საშვების გაუქმების გამო შენობაში შესვლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია წინა კვირასაც გამართა.
| Print |