მედია
"ამერიკაში შეგიძლია განახორციელო ის მიზნებიც კი, რომელიც შეუძლებელი გეგონა" - მარიამ მაგრაქველიძე

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონპროექტს, რომელიც ხალხის ძალამ წარადგინა და პარლამენტში უკვე დაინიციირდა. პროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პროექტი ასევე ითვალისწინებს უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

მათ შორის არის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლებითაც ქართველი ახალგაზრდები აქტიურად სარგებლობენ და დაფინანსებას ევროპის და ამერიკის ქვეყნებიდან იღებენ.

ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, რომელმაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX - ით) ისარგებლა, ასპინძელი მარიამ მაგრაქველიძეა. მარიამმა "მეცხრე არხს" ამერიკაში მიღწეულ წარმატებაზე, იქაურ ცხოვრებასა და მსგავსი პროგრამების სიკეთეებზე ჯერ კიდევ გასულ წელს მოუყვა.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონი ძალაში შევა, მარიამის მსგავს ახალგაზრდებსაც "უცხოელ აგენტებად" მოუწევთ დარეგისტრირება.
| Print |