მედია
საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულდა
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დღეს პარლამენტიდან გაიწვიეს.

ამასთან, დღეს, აქციის მონაწილეების მოთხოვნას წარმოადგენდა გასული დღეების განმავლობაში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.

აქციის განმავლობაში შესრულდა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნები. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად არ უსაუბრიათ.
| Print |
თეგები: აქცია / დასრულდა /