მედია
სამცხე ჯავახეთში ძალიან გავრცელებულია სტერეოტიპები - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

რა არის ძალადობა, რას ფიქრობენ ძალადობის შესახებ ახალგაზრდები, როგორ აღიქვამენ პრობლემას ეთნიკური უმცირესობების თემში და რას ხედავენ პრევენციის გზად - ახალციხის ტელევიზიაში პროექტის ,,სამცხე-ჯავახეთის ქალები უფლებებისთვის" შეხვედრა გაიმართა.

,,მარტის თვე USAID-ის მიერ ქალების თვედ არის აღიარებული, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ვისაუბროთ ქალზე, ქალის გამოწვევებზე. მართალია ჩვენ საზოგადოებაში მიღებულია, რომ ქალი არის სუსტი სქესის წარმომადგენელი, თუმცა არიან ქალები, რომლებზეც ძალიან ხშირად ძალადობენ და ისინი საჭიროებენ დაცვას. ამიტომ, ასეთი აქტივოობების ჩატარება, მითუმეტეს ეთნიკური უმცირესობების თემში ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნავს ამალია ნააპეტიანი.
შეხვედრის მონაწილე ამალია ნააპეტიანი

,,დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ძალადობას, განხილული იყო ძალადობის ფორმები, შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მეტად საინტერესო და პროდუქტიული იყო. ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრია სტერეოტიპები გავრცელებულია და მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილლებელია" - აღნიშნავს მარინა ზედგინიძე.

შეხვედრის ორგანიზატორია ,,სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი", პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,საფარი".
| Print |