პოლიტიკა
საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე არ განიხილეს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს
ახალციხის საკრებულოს წევრები, ორი დღის შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. 22-მა დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა ა(ა)იპ „ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ წესდებაში ცვლილების შეტანას, რომელიც სკოლას საშუალებას მისცემს, რომ სპორტული კლუბები შექმნას.

პირველი საჭადრკო კლუბი შეიქმნება, რომელიც ჭადრაკის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 

„საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ექვსი აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მასში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ჭადრაკის პედაგოგმა დავით სამსონიძემ.

კლუბების უპირატესობა ისაა, რომ მათ მეტი დამოუკიდებლობა ექნებათ და ფედერაციებიდან ფინანსურ დახმარებასაც მიიღებენ. 

სასპორტო სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანა იყო საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე არ განიხილეს და მის მხარდასაჭერად დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე შეკრება მოუწიათ.

Print