პოლიტიკა
ზაზა ჩაჩანიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს
დღეს ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ზაზა ჩაჩანიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. იმპიჩმენტის წესით გადაყენებულ ყოფილ თავმჯდომარეს 1 წელია საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, იგი საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა.

როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა ზაზა ჩაჩანიძეს ,,პატრიოტთა ალიანსის" სიითი შემადგენლობიდან შემდეგი წევრი ჩაანაცვლებს, გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვინ დაიკავებს ყოფილი თავმჯდომარის ადგილს საკრებულოში ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 დღის ვადაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაჩანიძემ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა. იგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2018 წლის 28 მარტს გადააყენეს იმ საფუძვლით, რომ მისი არჩევა არალეგიტიმურად მოხდა.
Print