პოლიტიკა
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტში კენჭს ხელახლა უყრიან

კანონპროექტს, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში 8 აპრილს კენჭს ხელახლა უყრიან.



კანონპროექტის კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომლის გამართვის თაობაზე აქტი პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტი განმეორებით კენჭისყრაზე მესამე მოსმენით იმის გამო დგება, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს.

 

Print