პოლიტიკა
ახალციხის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მერმა ზაზა მელიქიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საჯარო სამსახურის სფეროში, სტუდენტური ინიციატივები და პროექტების ერთობლივი განხორციელება, წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, სამეცნიერო და საერთაშორისო კონფერენციების, დისკუსიების, კულტურული, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებების ერთობლივი განხორციელება - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეხვედრისას განიხილეს.

აღინიშნა, რომ წაახალისებენ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას.

თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები მერიის სისტემაში სტაჟირების გავლას შეძლებენ.


Print