პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ,,დედაენის დღეს" სამცხე-ჯავახეთში აღნიშნავს
სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 13 აპრილს, ახალციხიდან დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას და „აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილი 14 აპრილს ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლებს, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
Print