პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე მოძრაობას "დაიცავი საქართველო" შეუერთდა
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ფილარმონიაში, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრებას შეუერთდა. 

მისი თქმით, დღეს კვლავ აქტუალურია ის პრობლემები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებობდა.

დაიცავი საქართველო“ ეს იყო სახალხო მოძრაობა, რომელიც მკვეთრ პოზიციებს აფიქსირებდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს იყო მებრძოლი ადამიანების თავყრილობა და ის წრე, რომელიც იმ უსამართლობას უპირისპირდებოდა, რაც მაშინ ხდებოდა. ამ მოძრაობას დეკლარირებული ჰქონდა სამშობლოს დაცვა ყველა იმ უსამართლობისგან, რაც სააკაშვილის რეჟიმს თან სდევდა. ვინაიდან, უსამართლობასთან ბრძოლა დღეს ისევ აქტუალურია და სააკაშვილის უსამართლობის დამდგენი ადამიანები დღეს ისევ ძალაუფლებას ფლობენ, ბუნებრივია, რომ ისევ გაისმა საქართველოს უსამართლობისგან და ადამიანების ჩაგვრისგან დაცვის მოწოდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
Print