პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ჯავახეთში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დედაენის დღეს ახალქალაქში აღნიშნავს.

პროტოკოლით გათვალისწინებულია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ქალაქის ცენტრში, სადაც კულტურის სახლის კედელზე, ქართული ანბანით მოხატულ პანოს გახსნის და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ამ წუთებში ახალქააქში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოვებს.

ახალქალაქამდე საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეს სტუმრობდა.

 

Print