პოლიტიკა
„ჩაერთე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში“ - შეხვედრა ახალციხეში

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული ჯფუფების წარმომადგენლებს პროექტი - „ჩაერთე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში“ გააცნეს.

მოქალაქეებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, საპროექტო იდეების წარდგენა და მათთვის ხმის მიცემა ელექტორნულად შეუძლიათ.

გამარჯვებული ინიციატივებისა და იდეების დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში შესული ყველა საპროექტო წინადადება მუნიციპალიტეტის განვითარების 3-წლიან სამოქმედო გეგმაში აისახება და განხორციელდება.

სისტემა „ვოლისი“ USAID GGI-ს, IDFI-ს და ესტონეთის „ელექტრონული მმართვლობის აკადემიის“ მხარდაჭერით ამოქმედდა. პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალციხის მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

 


Print