პოლიტიკა
რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ ქცეულა ისტორიად - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს და აუცილებელია, საერთაშორისო ურთიერთობებში შეიქმნას მსგავსი აგრესიის პრევენციის პრინციპი.

"ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს. ამიტომ, მომხდარზე მეტად იმაზე საუბარია საჭირო, რა შეიძლება გაკეთდეს. იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მისაცემად ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს.

"სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე. თუ უკვე ცხადია, რომ სახელმწიფო ამზადებს აგრესიას - უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო, აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაქცია მის მომზადებაზე იგივე უნდა იყოს, რაც მომხდარ აგრესიაზე. აუცილებელია მოქმედება ომის თავიდან ასაცილებლად და არა დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტები არ უნდა დარჩეს.

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მნიშვნელოვანი დასკვნა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით მიიტაცა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.

interpressnews.ge
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.