დღეს, 13 დეკემბერს ახალციხეს სომხეთის ახლად დანიშნული ელჩი აშოტ სმბატიანი, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ელჩი სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას შეხვდა.
„ელჩად დანიშვნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში. ჩვენ ვისაუბრეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების თბილი ურთიერთობების, ასევე სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ასევე დავგეგმეთ 2023 წელს განსახორციელებელი აქტივობები“ - განაცხადა აშოტ სმბატიანმა.
აშოტ სმბატიანს გააცნეს ინფრასტრუქტურული პროექტები და განათლების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. მხარეებმა ასევე დაგეგმეს 2023 წელს ერთობლივად განსახორციელებელი აქტივობები.