პოლიტიკა
ბორჯომში ბიუჯეტის დამტკიცებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ბორჯომის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. 2023 წლის ბიუჯეტი 28 380 800 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებმა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარდა, დეპუტატებმა განიხილეს საკითხები:

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 

◾️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 
◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ;
◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ;
◾️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ 

◾️„ქალაქ ბორჯომში გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N39 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
◾️ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ;
◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 (ხუთი) პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
◾️ „სამგზავრო გადაყვანის ტარიფის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 23 დეკემბერს გაიმართა.
Print