პოლიტიკა
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დღეს დარეგისტრირდება. წარმდგენები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან.

წარდგინებას ოთხმოცი დეპუტატის ხელმოწერა აქვს. დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის 52-ე მუხლის ა ქვეპუნქტის დარღვევის დადგენას ითხოვენ.
Print