პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.
Print