პოლიტიკა
ღარიბაშვილის გარდა, თანამდებობა შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნებმაც დატოვონ
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს ცვლიან - პრემიერის პორტფელს "ოცნების" თავმჯდომარე ჩაიბარებს, თავმჯდომარეობას კი მთავრობის მეთაური. "

"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის გარდა, პოსტის დასატოვებლად ემზადება მისი კაბინეტის კიდევ ხუთი წევრი. საკადრო ცვლილებები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებში.

თანამდებობიდან უშვებენ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც სავარაუდოდ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. პორტფელს ტოვებს თეა წულუკიანიც. შესაძლოა თანამდებობა ვერ შეინარჩუნოს სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც.

დღესვე, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.
Print