პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა.

„მინდა სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართლი ოცნების“ ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობს. პარტიულ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
Print