პოლიტიკა
უნგრეთის ფული უკრაინაში არ აღმოჩნდება - ვიქტორ ორბანი
მისია შესრულებულია - უნგრეთის ფული უკრაინაში არ აღმოჩნდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში საუბრობს. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი შიშობდა, რომ ევროკომისიის მიერ დაბლოკილი დახმარება, რომელიც უნგრეთისთვის იყო განკუთვნილი, უკრაინაში აღმოჩნდებოდა, თუმცა, შეიქმნა კონტროლის მექანიზმი იმისათვის, რომ უნგრეთისთვის განკუთვნილი ფული უკრაინას არ გადაეცეს.

კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას გუშინ ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის 27-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იყო უნგრეთიც, რომელიც მანამდე უკრაინის დახმარების პაკეტს ბლოკავდა.
Print
თეგები: ორბანი / უნგრეთი /