პოლიტიკა
„გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ“ — დანიის პრემიერი
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიკსენი აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მთელი არტილერია, რასაც დანია ფლობს, უკრაინას გადასცენ.

„უკრაინას საბრძოლო მასალა ახლა სჭირდება. ჩვენი მხრივ, გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ევროპაში არის საბრძოლო ტექნიკა, საკითხი მხოლოდ წარმოებას არ ეხება.

ჩვენ გვაქვს შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიყენებთ და ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ“
— თქვა დანიის პრემიერმა და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.

ქვეყნის პრემიერმა უკრაინისთვის დახმარების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
Print