პოლიტიკა
ჩვენი სურვილია, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ - ევროკავშირის ელჩი
,,თქვენ მეკითხებით ანტიდასავლურ რიტორიკაზე. კიდევ ერთხელ გახსენებთ 9 ნაბიჯიდან პირველს. ჩვენ გვსურს საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი. ამისთვის გვინდა, რომ საქართველო იქცეოდეს და მოქმედებდეს როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი.

ამისთვის ვითხოვთ დაჟინებით, რომ საქართველომ ეს მაჩვენებელი შესაბამისობაში მოიყვანოს ჩვენს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან.

ჩვენი სურვილია საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის წინააღმდეგ, რომელთა უმეტესობაც უცხოეთიდან მოდის და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით საიდან
"- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან.
Print