პოლიტიკა
ჩინეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.

„ეს გადაწყვეტილება გაუმარტივებს ჩვენს თანამოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი"
- განაცხადა კობახიძემ.

Print