ამინდი
ამინდის პროგნოზი სამცხე - ჯავახეთში
22 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 23-24 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. საქართველოში ამინდი უარესდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +21 და +24 გრადუსს, ღამით კი +5 და +7 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +22 და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და +10 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი და უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +22 და +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 და +8 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +20 და +23 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +5 და +6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +16 და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +3 და +2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +15 და +18 გრადუსს, ხოლო ღამით +3 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +18 და +21 გრადუსია, ხოლო ღამით +5 და +10 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +15 და ღამით +4 და +8 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 და +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 და +14 გრადუსი იქნება.

25 აპრილიდან მთიან რაიონებშიც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.
Print