SSSS



პოლიტიკა
ნიკა მელია: "ოცნებამ" ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ვადაზე ადრე დაიწყო"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ურავლის ხეობაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. პოლიტიკოსი მიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივი მეთოდებით ვადაზე ადრე დაიწყო.

"ახალციხეში, სოფელ ურაველში, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე (ამავე სოფელში ჩვენი გამგებლობის კანდიდატი) შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცემეს.
კაპანაძეების ოჯახს მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა 3 მანქანით გადაუკეტეს.

მძიმედ ნაცემმა და ძირს დაგდებულმა 23 წლის შვილმა მოახერხა 2 თავდასხმელის გადაღება. ზურგით მდგომი არის ახალციხეში ოცნების დეპუტატის (კოპაძე) ბიუროს უფროსი. ლურჯ მაისურში კი ამ დეპუტატის მძღოლი.

"ოცნებამ" მათთვის ვადაზე ადრე დაიწყო ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. მშვენივრად იციან რომ წლევანდელი არჩევნები კოლექტიური ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, გოგაშვილებისთვის, ჯეჯელავებისთვის, ჩინჩალაძებისთვის და ა.შ იქნება ყველაზე მძიმე, რაც აქამდე ჩაუტარებიათ და შედეგიც აუცილებლად ადექვატური დადგება.

პ.ს. ქართული ოცნება / Georgian Dream Kakha Kaladze კახა კალაძე არც ერთ მსგავს ფაქტს არ გაგიტარებთ და + ბოლომდე დავიცავთ ყველა ხმას და არჩევნებში დახარჯული ფულიც უკან მოგრჩებათ"
- ნათქვამია ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

17 ივლისს მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც" და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ.

ურაველში მცხოვრები კაპანაძეებსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 16 ივლისს საღამოს მოხდა. დაშავებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი ბეგლარ კაპანაძე მის 23 წლის შვილი და 82 წლის მამა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.



Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.