რელიგია
მეუფე დანიელი: ,,დეკანოზ მამალაძის გარშემო მყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულები არიან"
მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა.

მეუფე დანიელის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, რასაც “ეკლესიაც მიესალმებოდა”, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, ეკლესია გიორგი მამალაძის შეწყალებას ახლაც მიესალმება.

,,ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ისეთია, როცა წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და მიესალმებოდა და ახლაც მიესალმება, ეკლესია არის ის, ვინც მსგავს შეწყალებებში მონაწილეობს, მითუმეტეს დეკანოზის მიმართ. ეკლესია ახლაც მზად არის და მიესალმება მის გათავისუფლებას. შეიძლება ზუსტი არ არის, მაგრამ ასე გამიგია, რომ წინა პრეზიდენტი შეწყალებას აპირებდა, ითხოვა, მაგრამ ხელისუფლებამ თავი შეიკავა. დეკანოზ მამალაძის გარშემო მყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულები არიან. შეიძლება ყოველთვის მისი სურვილი არ არის, რაც ხდება, მაგრამ ის ვერ მართავს პროცესებს, რაც გარეთ მიმდინარეობს".
| Print |