რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში პირველშეწირულის ლიტურგია შესრულდება.

წმინდა 40 სებასტიანელი სებასტიის ტბაში ქრისტეს სარწმუნოებისთვის 320 წელს აწამეს. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურობდნენ. წმინდანებმა ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ერთი დღით სებასტიის გაყინულ ტბაში ამყოფეს.

ერთ-ერთმა წამებას ვერ გაუძლო და წყლიდან ამოსული ნაპირზე მოკვდა. მის ნაცვლად ტბაში იქ მყოფი დარაჯი ჩავიდა, რომელიც მოწამეთა თავზე გვირვინებს ხედავდა. გაყინვას უვნებელად გადარჩენილები მეორე დღეს ხმლებით აკუწეს. 

საეკლესიო გადმოცემით, VIII საუკუნეში თბილისში, მეტეხის ხიდთან არსებობდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი, სადაც 786 წლის 6 იანვარს, არაბებმა გაქრისტიანების გამო წმინდა აბო თბილელს თავი მოკვეთეს.

ამჟამად არსებული წმინდა ორმოც სებასტიანელთა სახელობის ეკლესია აბანოთუბანში, ძველი ტაძრის ნანგრევებზე 2002 წელს აიგო. კათოლიკოს-პატრიარქმა მონასტრად 2009 წლის გიორგობის დღესასწაულზე აკურთხა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 5 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 9 °C
img
ბორჯომი 4 °C
img
თბილისი 8 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0323
RUB
RUB
100
4.2087
TRY
TRY
1
0.4623
USD
USD
1
2.6939
AMD
AMD
1000
5.5786
კალენდარი
Facebook