რელიგია
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად სცნო.

ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ამაღლების სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სასულიერო პირებთან ერთად 12:00 საათზე ჯანმრთელობის პარაკლისს აღავლენს.
| Print |