რელიგია
„ავტოკეფალიის შენარჩუნება აღდგენაზე რთული იყო“ – მეუფე თეოდორე

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.

თარიღთან დაკავშირებით ახალციხეში, ამაღლების სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სასულიერო პირებთან ერთად, ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინა. მეუფე თეოდორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტოკეფალიის შენარჩუნება უფრო რთული იყო, ვიდრე მისი აღდგენა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს, ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო.

 


| Print |