რელიგია
ვაზგენ მირზახანიანმა თანამდებობა დატოვა
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თანამდებობას ტოვებს და სომხეთში ბრუნდება. ამის შესახებ ეპისკოპოსმა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ახალდანიშნული არქიმანდრიტის წარდგენისას განაცხადა. „მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ვბრუნდები სომხეთში, და სასულიერო მოღავწეობას გავარგძელებ ეჩმიაძინში.ეს ჩემი უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტია სამცხე– ჯავახეთში", – განაცხადა ვაზგენ მირზახანიანმა.

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი (საერო სახელი - ედვარდ) დაიბადა 1965 წლის 21 ივლისს, ეჯმიაწინის რაიონის სოფელ არტიმედში (ყოფილი ათარბეკიანი).

ვაზგენ მირზახანიანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად 2002 წლის ოთხ სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ დაინიშნა.

1991 წლის 28 ივლისს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში მთავარეპისკოპოს ნერსესპოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მიწვეულიქნა ლექციების წასაკითხად გევორგიან სასულიერო სემინარიასა და ქსქც-ში.

1989 წლის 7 მაისს მთავარეპისკოპოსი სანთურიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვანად.

1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1982 წელს ჩაირიცხა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1971-82 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა.

| Print |