რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია დიდ ოთხშაბათს აღნიშნავენ

 

დიდი ოთხშაბათი ქრისტიანულ სამყაროში, იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

 

ვნების კვირის ამ დღეს, კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია 17 აპრილს აღნიშნავს.

თარიღი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის ცნობასა და შეპყრობაში, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან განდევნა მოვაჭრენი. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და მოძულე მღვდელმთავრებმა ვერაფერი გაბედეს. მორწმუნეთა წასვლის შემდეგ კი იუდას შემწეობით შეიპყრეს ქრისტე და ჯვარს აცვეს.

ვნების შვიდეული დიდმარხვის ბოლო კვირაა, რა დროსაც ქრისტიანული სამყარო იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავებას იგონებს.

 

| Print |