რელიგია
18 აპრილს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ

 

ამ დღეს სასულიერო პირები მრევლს დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

 

დიდი ხუთშაბათი არის დღე, როდესაც იესო ქრისტემ თავის 12 მოწაფესთან საიდუმლო სერობა გამართა.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იესომ ვნების ხუთშბათს, თავის 12 მოწაფეს ფეხები დაბანა. ეს დღე ქრისტიანთათვის წმინდა კვირის მნიშვნელოვანი ნაწილია. მორწუნეები საღვთისმეტყველო ლიტურგიისას, იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებენ.

 

| Print |