რელიგია
ახალციხეში "ვარდავარს" აღნიშნავენ (ვიდეო)
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს, 11 ივლისს "ვარდავარს" აღნიშნავს. ბავშვებსა და მორწმუნე უფროსებს ამ დღის აღსანიშნად განსაკუთრებული წესები აქვთ.

იაძის ქუჩაზე, წელს ზევით შიშველი ბავშვები ბოთლებს წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. მათთვის წუწაობა რელიგიური დღესასწაულის - "ვარდავარის" ყველაზე სახალისო ნაწილია. წყლის შესხმის მნიშვნელობა არ იციან, თუმცა ამბობენ რომ ეს ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს უნდა შესრულდეს. ბავშვებისგან განსხვავებით, მისი დანიშნულება კარგად იციან მოზრდილებმა.

წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.,,ჩემთვის ამ დღეს წუწაობა ცოდვებისგან განწმენდას ნიშნავს" - აღნიშნავს სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი.

დღის პირველ ნახევარში სომხურ სამოციქულო ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. მორწმუნე მრევლი წელს წყრუთის ეკლესიაში შეიკრიბა.

,,ვარდავარის" ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა.

,,დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია სომეხი ხალხისთვის, ყველა ერთად ვიკრიბებით ტაძარში, ვესწრებით კონცერტს და ამის შემდეგ წყალს ვასხამთ ერთმანეთს" - ამბობენ ადგილობრივები.ვარდავარი სომხების უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. თარიღი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული.

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სომხეთის პირველმა კათოლიკოსმა, გრიგოლ განმანათლებელმა ფერიცვალების დღესასწაულად ნავასარდის თვის პირველი დღე დაადგინა. ამ დღეს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომლის ელემენტებიც ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულშიც შემორჩა.

მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. პირიქით, მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.