რელიგია
მართლმადიდებლურ ეკლესიებში მიცვალებულთა პანაშვიდი ჩატარდა
ახალციხეში, ამაღლების სახელობის ტაძარში მიცვალებულთათვის წირვა და პანაშვიდი აღევლინა. მიცვალებულთა მოხსენიება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა. საეკლესიო კალენდარში განსაკუთრებული დღეები არსებობს. ყოველწლიურად ხსენების თარიღები იცვლება. ეს მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული.

ამ დღეებში მიღებულია გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვა, კეთილი საქმეების კეთება და გაჭირვებულების დახმარება. აღდგომის შემდეგ პირველ კვირას უნდა გაიხსენოთ ყველა გარდაცვლილი ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი. ამ დღეს სასაფლაოზე ღვთისმსახურებაც აღევლინება. მართლმადიდებლურ კალენდარში 6 ხსოვნის დღეა მითითებული.

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეების კალენდარი 2023 წელს ასე გამოიყურება:

18 თებერვალი – ხორციელის შაბათი;
11 მარტი – დიდმარხვის II შაბათი;
18 მარტი – დიდმარხვის III შაბათი;
25 მარტი – დიდმარხვის IV შაბათი;
25 აპრილი – თომას კვირის სამშაბათი;
3 ივნისი – სულის შაბათი.
| Print |